პრეზიდენტმა ნატო-ს გენერალური მდივნისგან მადლობის წერილი მიიღო: მინდა ხაზი გავუსვა თქვენს პერსონალურ წვლილს ქართული პოლიტიკური ინსტიტუტების სტაბილურობის საკითხში
22-09-2016, 10:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გიორგი მარგველაშვილმა ნატო-ს გენერალური მდივნისგან მადლობის წერილი მიიღო. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში მასპინძლობისათვის მადლობას უხდის.

 


„ბატონო პრეზიდენტო, ჩემთვის დიდი პატივი იყო ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში თქვენთან შეხვედრა.

 


თქვენ და თქვენს მეუღლეს მადლობას გიხდით საბჭოს წევრების თბილი მასპინძლობისთვის.

 


ასევე მინდა, მადლობა გადაგიხადოთ რეგიონული უსაფრთხოებისა და საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ გულწრფელი და კონსტრუქციული დისკუსიისათვის. მე შევნიშნე საქართველოს დიდი ინტერესი მონაწილეობა მიიღოს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხების განხილვაში, ასევე, თქვენი შეშფოთება რუსეთის პროპაგანდის მიმართ და ასევე, ნათელი მოლოდინი, იმისა, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები უმაღალესი სტანდარტებით ჩატარდება. უფრო მეტიც, ეს ვიზიტი საბჭოსთვის იყო უნიკალური შესაძლებლობა, პირველი პირებისაგან მიეღო ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე მოვლენებისა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში არსებული მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ.

 


ნება მომეცით კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი მადლიერება მტკიცე მხარდაჭერის მისიაში საქართველოს მონაწილეობისათვის.

 


ავღანეთში საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი და საქართველოს ჩართულობა ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში იმის დადასტურებაა, რომ საქართველო ევროატლანტიკური უსაფრთხოების ღირსეული კონტრიბუტორია.

 


და ბოლოს, მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა თქვენს პერსონალურ წვლილს ქართული პოლიტიკური ინსტიტუტების სტაბილურობის საკითხში და ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლის პროცესში.

 


ბატონო პრეზიდენტო, ჩემი და საბჭოს სახელით, მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ საქართველოში მასპინძლობისთვის", - აღნიშნულია გიორგი მარგველაშვილისადმი მიწერილ წერილში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი