ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის ფარგლებში, სმარტ-ლაბი (SMART|Lab) გაიხსნა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, SMART|Lab-ი დაეხმარება ქართველ სტუდენტებს ჩაერთონ იმ საერთაშორისო მნიშვნელობის კვლევებში, რომლებიც იულიხის კვლევით ცენტრში მიმდინარეობს.
ასეთი ტიპის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს, ერთის მხრივ, მდიდარი პრაქტიკული გამოცდილებისა და მეორეს მხრივ, ღრმა თეორიული ცოდნის ურთიერთგაზიარებას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.