„ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, ვიდრე ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი სამარცხვინო ფორმებით გამოაგდებდა კოალიციიდან პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს, მას „ნიუ-იორკ თაიმსში“ დითირამბებს უმღეროდა.
ამის შესახებ ნადირაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რითაც უსუფაშვილის განცხადებებს გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ ერთმანეთს გაჭრილი ვაშლივით დაემსგავსნენ.
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანზე, რომელსაც სანამ ბიძინა ივანიშვილი სამარცხვინო ფორმებით გამოაგდებდა კოალიციიდან, ჰქონდა ერთადერთი საქმე - ის დითირამბებს უმღეროდა ბიძინა ივანიშვილს „ნიუ-იორკ თაიმსში“ ამომრჩევლის გადახდილი ფულით, იმის ნაცვლად, რომ მსოფლიო მედიის ყურადღება საქართველოში არსებულ პრობლემებზე გაემახვილებინა“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა და დასძინა, რომ „რესპუბლიკური პარტია“ 4 წლის განმავლობაში უმაღლეს თანამდებობებს იკავებდა და პასუხისმგებელია იმ სიღატაკეზე, რომელიც ქვეყანაში არსებობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.