"თუ მას [ივანიშვილს] „პინგ-პონგი“ არ მოსწონს, მე კიდევ „ცალ კარში“ თამაში არ მხიბლავს" - უსუფაშვილი ივანიშვილისა და კვირიკაშვილისადმი მიწერილ წერილს აქვეყნებს
22-09-2016, 13:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი 2016 წლის 11 მარტს ბიძინა ივანიშვილისა და პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისადმი მიწერილ წერილს აქვეყნებს. მასში უსუფაშვილი წერილის ადრესატებისაგან და განსაკუთრებით კი ბიძინა ივანიშვილისაგან ითხოვს სასწრაფოდ გადაწყვიტონ კოალიციის საარჩევნოდ დალაგების საკითხი და ამბობს, რომ "ამ საკითხში კოალიციის დამფუძნებელს და კოალიციის დღევანდელ ლიდერს ეკუთვნის გადამწყვეტი სიტყვაც, ინიციატივაც და პასუხისმგებლობაც".

 

 

უსუფაშვილი "გადამყვეტ სიტყვას" ივანიშვილისაგან ელოდება, რადგან მისი თქმით "ბატონ ბიძინასთან ხანგრძლივი და კომპლექსური კონსულტაციების შემდეგ, ჯერ კიდევ 2015 წლის მარტ-აპრილში შევთანხმდით, რომ კოალიცია საარჩევნო რელსებზე უნდა გადაგვეყვანა 2015 წლის 1 სექტემბრიდან, რათა წელგამართული შევხვედროდით არჩევნებს. კოალიციის საყრდენად კი მოაზრებული იყო რეფორმირებული პარტია „ქართული ოცნება“ და „რესპუბლიკური პარტია“, ცხადია, კოალიციაში სხვა სუბიექტების არსებობითაც. მრავალი მიზეზის გამო პროცესი გაჭიანურდა და ნოემბერში დაისვა პრემიერის შეცვლის საკითხიც".

 

 

უსუფაშვილი თავის წერილში კოალიციაში არსებულ დაძაბულ ვითარებას უსვამს ხაზს და აცხადებს, რომ "ყოველი დღე უფრო და უფრო ართულებს შესაძლო შეთანხმებასაც და შესაძლო ცივილურ გაყრასაც. არც „ოცნება“ და არც „რესპები“ არ ვართ დაკომპლექტებული არც ანგელოზებით და არც ბისმარკებით. რაც ვიყავით ამ ოთხ-წელიწად-ნახევრის განმავლობაში, ისევ ის ვართ. მაგრამ ეხლა ვითარება იმდენად დაძაბული და გაურკვეველია, რომ ყველა საჭიროდ მიიჩნევს თადარიგის დაჭერას უარესი სცენარისთვის. სხვადასხვა მხრიდან ამგვარი თადარიგების დაჭერებით კი მივექანებით სწორედ რომ ყველაზე უარესი სცენარისკენ - არჩევნებამდე არაცივილური გაყრისკენ".

 

 

დღეს კი "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი "ქართულ ოცნებასა" და ივანიშვილთან დაპირისპირების ფონზე აცხადებს, რომ მეტის მოთმენას არ აპირებს და აღნიშნავს, რომ "თუ მას [ბიძინა ივანიშვილს] „პინგ-პონგი“ არ მოსწონს, მე კიდევ „ცალ კარში“ თამაში არ მხიბლავს".

 

 

„მაშინ, როდესაც საუბარი იყო სახელმწიფოზე, პოლიტიკურ პროცესებზე და ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე, მე ბრალი დამდეს არაკაცობაში, უსაქმურობაში, არასახელმწიფოებრივად მოქმედებაში და ცუდ პარტნიორობაში, მე განვმარტე საქმის ჭეშმარიტი ვითარება. ჩემს განმარტებას სიცრუე უწოდეს, წინა ბრალდებებს ესეც მიამატეს და ყოველდღე იმეორებენ. და ეს ხდება მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მოვუწოდე ყველას, შეეწყვიტათ პერსონალური თავდასხმები და გველაპარაკა პოლიტიკურად.

 

 


დღეს უკვე ამის მოთმენას აღარ ვაპირებ!

 

 

არ ვაპირებ იმიტომ რომ, არჩევნებია და ამომრჩეველმა თავად უნდა განსაჯოს რაშია საქმე და სადაა სიმართლე!

 


გაგაცნობთ ერთ დოკუმენტს, იმ მრავალთაგან, რომელიც ნათლად მეტყველებს, ვინ აზროვნებდა სახელმწიფოებრივად, ვინ ზრუნავდა სახელმწიფოზე, ქვეყანაზე, კოალიციაზე, ჩვენს მიერ ერთად გაკეთებული საქმის გაფრთხილებაზე, ცივილიზებულ ურთიერთობების შენარჩუნების აუცილებლობაზე, ურთიერთპატივისცემაზე...

 

 

დიახ, ჩემი და ბიძინა ივანიშვილის დაპირისპირება არაფერს არ რგებს საქმეს და ქვეყანას. მაგრამ თუ მას „პინგ-პონგი“ არ მოსწონს, მე კიდევ „ცალ კარში“ თამაში არ მხიბლავს...

 


მე არ ვაქვეყნებ პირად წერილს. მე არ ვასაჯაროებ სახელმწიფო საიდუმლოს. მე ვაქვეყნებ იმ წერილს, რომელშიც ჩვენი დღევანდელობისთვის და მომავლისთვის მნიშვნელოვან ფაქტებზეა საუბარი. საზოგადოება, მითუმეტეს არჩევნების წინ, იმსახურებს იცოდეს სიმართლე და არ დარჩეს მხოლოდ ტირაჟირებული სიცრუის ამარა", - აცხადებს დავით უსუფაშვილი.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი