"მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერი პაატა ბურჭულაძე ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის არასამთავრობო სექტორთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.
”ძალიან სუსტია ხელისუფლება, რომელსაც კრიტიკის მოსმენა არ შეუძლია. ასეთი იყო ”ნაციონალური მოძრაობა” და ასეთია დღეს ”ქართული ოცნებაც”. პირადად ბიძინა ივანიშვილი განსხვავებულ აზრს ვერ ეგუება. ივანიშვილი იგივე ლექსიკას იყენებს, რასაც მიხეილ სააკაშვილი მიმართავდა საკუთარი თანამოქალაქეების მიმართ. არც ერთი პასუხისმგებლიანი ლიდერი არ იკადრებს მთელი სამოქალაქო საზოგადოება, ადამიანები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაოებენ ასეთი შეურაცხმყოფელი სიტყვებით დაახასიათოს“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
ბიძინა ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ მესამე სექტორი დაბინძურებულია.
„რომელი მესამე სექტორი?! ის მესამე სექტორიც ხომ დასვრილი და დაბინძურებულია. სამოქალაქო საზოგადოება მათ, უკაცრავად და გარყვნეს, ისეთ ხალხი შედის და ისეთ ნიშას იკავებენ, რომ ისეთი აგრესიული „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც არ არიან, ძალიან ხშირად. ალბათ, „პაგონებიანმა“ გიგაურმა თქვა. იქ ფულზე რომ იყო საუბარი, გიგაურმაც მიიღო „პაგონები“ მაგ დროს - მე არ ვიცი ეს ჭორები, მაგრამ უწერენ მაგასაც. მე მესამე სექტორს კი არ ვაკრიტიკებ, მესამე სექტორში თავშეფარებულ ხალხს ვაკრიტიკებ. ამ სექტორს ნუ აბინძურებენ, გამოვიდნენ და დაირქვან სახელი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.