ლაგოდეხსა და ოზურგეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ადგილზე იმყოფებიან შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები და სამუშაოებს კოორდინაციას უწევენ.
21 სექტემბერს ძლიერმა წვიმამ და ქარმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სამ სოფელს: აფენს, ჭაბუკიანსა და გვიმრიანს მიაყენა ზიანი, სადაც 60 -მდე საცხოვრებელ სახლს ნაწილობრივ გადახადა სახურავი. ქარმა წააქცია ხეები. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები.
სტიქიის შედეგად, განსაკუთრებულად დაზარალდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტიც. ქალაქ ოზურგეთში ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები. სტიქიამ რამდენიმე ქუჩაზე, 70-მდე საცხოვრებელ სახლს და 7 კორპუსს დაუზიანა სახურავი, რის შედეგადაც დაიტბორა საცხოვრებელი ფართები.
სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.