ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს რექტორის არჩევნები ჩატარდება. არჩევნებში მონაწილეობას სამი კანდიდატი, ფილოსოფოსი გიორგი ბარამიძე, განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი შარვაშიძე და უნივერსიტეტის პროფესორი ცირა ბარამიძე მიიღებს.
„ორ საათზე გაიხსნება უბანი და დაიწყება კენჭისყრა, რომელიც გასტანს მაქსიმუმ 4 საათამდე. კომისია გადათვლის ხმებს და გამოაცხადებს შედეგებს,“- აღნიშნა პროცედურაზე საუბრისას თსუ-ის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, დემეტრე ეგნატაშვილმა.
ამ დრომდე თსუ-ის რექტორის მოვალეობას დარეჯან თვალთვაძე ასრულებს, რომელიც მოვალეობის შემსრულებლად 2016 წლის 20 აპრილს მას შემდეგ აირჩიეს, რაც უნივერსიტეტის რექტორმა, ვლადიმირ პაპავამ დაკავებული თანამდებობა დატოვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.