თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დღეს რექტორს აირჩევს. უნივერსიტეტში რექტორობის კანდიდატების მოსმენა უკვე დაიწყო. კენჭისყრის დაწყებამდე აკადემიური საბჭოს 36 წევრი უნივერსიტეტის რექტორობის სამ კანდიდატს, გიორგი შარვაშიძეს, გიორგი ბარამიძესა და ცირა ბარამიძეს შეკითხვებს დაუსვამს.
„ძალიან ბევრი კითხვაა დაგროვებული უნივერსიტეტში. პრობლემებიც არის რა თქმა უნდა. სამივე კანდიდატს დაუსვამენ ამ კითხვებს იმიტომ, რომ საინტერესოა მათი ხედვა. თუმცა, მათ კონცეფცია და ხედვა უკვე წარმოადგინეს, მაგრამ იქ არის რაღაც დეტალები, რასაც ვერ განიხილავ ერთ კონცეფციაში“ - განაცხადა აკადემიური საბჭოს წევრმა, ნოდარ ბელქანიამ "რუსთავი 2"-თან საუბრისას.
თსუ-ის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, დემეტრე ეგნატაშვილის ცნობით, უბანი ორ საათზე გაიხსენება, რის შემდეგაც დაიწყება კენჭისყრა, რომელიც ოთხ საათამდე გასტანს.
ამ დრომდე თსუ-ის რექტორის მოვალეობას დარეჯან თვალთვაძე ასრულებს, რომელიც მოვალეობის შემსრულებლად 2016 წლის 20 აპრილს მას შემდეგ აირჩიეს, რაც უნივერსიტეტის რექტორმა, ვლადიმირ პაპავამ დაკავებული თანამდებობა დატოვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.