თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს რექტორის არჩევნები გაიმართება. განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა აღნიშნულ ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ "გამოუცდელი ადამიანი თსუ-ის რექტორად არ გვჭირდება და გამოცდილი ან კომერციული სექტორიდან იქნება ან საჯარო".
არჩევნებში მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი შარვაშიძე რექტორობის ორ კანდიდატთან ერთად მონაწილეობს. მინისტრის განცხადებით, შარვაშიძე განათლების კუთხით ერთ-ერთი გამოცდილი მენეჯერია.
"ვისაც უნდა, რომ პრეტენზია ჰქონდეს, შეძლებს, რომ პრეტენზია ჰქონდეს. მე ვფიქრობ, რომ გია შარვაშიძე არის ერთ-ერთი გამოცდილი მენეჯერი განათლების კუთხით და ამიტომ თუ ვინმეს ხელში დამოუკიდებელი და ძლიერი შეიძლება იყოს უნივერსიტეტი, მათ შორის სამინისტროსთან და სხვა უწყებებთან, ასეთი რექტორი იქნება. სხვა კანდიდატებიც ასევე ძალიან კარგია, ყველას მინდა წარმატება ვუსურვო“, - განაცხადა ჯეჯელავამ.
მინისტრმა განაცხადა, რომ ის პირობას აძლევს მოქალაქეებს, რომ თსუ-ისა და ყველა სხვა უნივერსიტეტში იქნება დამოუკიდებლობა ნებისმიერი რექტორის შემთხვევაში.
როგორც ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, გია შარვაშიძის გამარჯვების შემთხვევაში, მთავრობის ინტერესების გატარებას უნივერსიტეტში ის გამორიცხავს და იმედი აქვს, რომ სახელმწიფოს ინტერესები გატარდება, რაც ქვეყანას და ქართველ ახალგაზრდებს სჭირდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.