სერგი კაპანაძე: "რესპუბლიკელებმა" იცოდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში გადაწყვეტილებების მიმღები მთავარი პირი იყო და ხელს აფარებდნენ მას
23-09-2016, 04:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ერთანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი სერგი კაპანაძე დავით უსუფაშვილის მიერ ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი კვირიკაშვილისადმი 2011 წლის 11 მარტს მიწერილი წერილის გამოქვეყნებას ეხმაურება.

 

 

„ამ წერილით გამოჩნდა ის, რაც ჩვენ აქამდე ყოველთვის ვიცოდით. კერძოდ, ის, რომ არაფორმალური მმართველი და მთავარი გადაწყვეტილების მიმღები პირი ქვეყანაში იყო, არის და რჩება ბიძინა ივანიშვილი. ეს ყველამ კარგად იცოდა, მათ შორის, „რესპუბლიკელებმაც“ და სამწუხაროდ, ხელს აფარებდნენ. სხვაგვარად ცდილობდნენ წარმოეჩინათ სიტუაცია. აქედან გამომდინარე, ჩვენი ამოცანა არის არა ამ რაღაც შიდა დისკუსიებში შესვლა და გარკვევა, ვინ იყო მართალი უსუფაშვილსა და იავნიშვილს შორის მიმოწერაში, არამედ, ივანიშვილის ჩამოშორება ხელისუფლებიდან და ამ ძალიან მანკიერი, არაფორმალური მმართველობის სისტემის მალე დასრულება. ეს მოხდება 8 ოქტომბერს“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

 

 

დავით უსუფაშვილმა 2016 წლის 11 მარტს ბიძინა ივანიშვილისა და პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისადმი მიწერილ წერილი გამოაქვეყნა. მასში უსუფაშვილი წერილის ადრესატებისაგან და განსაკუთრებით კი ბიძინა ივანიშვილისაგან ითხოვს სასწრაფოდ გადაწყვიტონ კოალიციის საარჩევნოდ დალაგების საკითხი და ამბობს, რომ "ამ საკითხში კოალიციის დამფუძნებელს და კოალიციის დღევანდელ ლიდერს ეკუთვნის გადამწყვეტი სიტყვაც, ინიციატივაც და პასუხისმგებლობაც". უსუფაშვილი "გადამყვეტ სიტყვას" ივანიშვილისაგან ელოდება, რადგან მისი თქმით "ბატონ ბიძინასთან ხანგრძლივი და კომპლექსური კონსულტაციების შემდეგ, ჯერ კიდევ 2015 წლის მარტ-აპრილში შევთანხმდით, რომ კოალიცია საარჩევნო რელსებზე უნდა გადაგვეყვანა 2015 წლის 1 სექტემბრიდან, რათა წელგამართული შევხვედროდით არჩევნებს. კოალიციის საყრდენად კი მოაზრებული იყო რეფორმირებული პარტია „ქართული ოცნება“ და „რესპუბლიკური პარტია“, ცხადია, კოალიციაში სხვა სუბიექტების არსებობითაც. მრავალი მიზეზის გამო პროცესი გაჭიანურდა და ნოემბერში დაისვა პრემიერის შეცვლის საკითხიც".

 

 

უსუფაშვილი თავის წერილში კოალიციაში არსებულ დაძაბულ ვითარებას უსვამს ხაზს და აცხადებს, რომ "ყოველი დღე უფრო და უფრო ართულებს შესაძლო შეთანხმებასაც და შესაძლო ცივილურ გაყრასაც. არც „ოცნება“ და არც „რესპები“ არ ვართ დაკომპლექტებული არც ანგელოზებით და არც ბისმარკებით. რაც ვიყავით ამ ოთხ-წელიწად-ნახევრის განმავლობაში, ისევ ის ვართ. მაგრამ ეხლა ვითარება იმდენად დაძაბული და გაურკვეველია, რომ ყველა საჭიროდ მიიჩნევს თადარიგის დაჭერას უარესი სცენარისთვის. სხვადასხვა მხრიდან ამგვარი თადარიგების დაჭერებით კი მივექანებით სწორედ რომ ყველაზე უარესი სცენარისკენ - არჩევნებამდე არაცივილური გაყრისკენ".

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი