თამარ კორძაია: "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობისგან" განსხვავებით, ვაქვეყნებთ იმას, რაც ჩვენს ხელთ არის და რაც შეიძლება იყოს საჯარო
23-09-2016, 04:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"რესპუბლიკური პარტიის" წევრი თამარ კორძაია დავით უსუფაშვილის მიერ 2011 წლის მარტში ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი კვირიკაშვილისადმი მიწერილი წერილის გამოქვეყნებას ეხმაურება.

 

 

„ეს წერილი ადასტურებს იმას, რომ ყველა პროცესში, მათ შორის ღარიბაშვილის წასვლაშიც მონაწილეობდა ბიძინა ივანიშვილი. ამ წერილში ადრესატი არის ბიძინა ივანიშვილი, იმიტომ რომ მის პარტიაში, როგორც პარტიის დამფუძნებელს ყველა ეკითხება და შესაბამისად, არც ერთი გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის გარეშე „ქართულ ოცნებაში“ არ მიიღება“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

 


კითხვაზე, თუ რატომ არ გაკეთდა მსგავსი განცხადებები არაფორმალური მმართველობის შესახებ მანამდე სანამ „რესპუბლიკური პარტია“ კოალიციაში იმყოფებოდა, კორძაია აცხადებს, რომ შესაბამისი განცხადებები კეთდებოდა.

 

 

„ჩვენ ვამბობდით, რომ უნდა მომხდარი დეპერსონალიზაცია, ასევე ვსაუბრობდით ორპარტიულ კოალიციურ შეთანხმებაზე და ყველაფრის ფორმალიზებაზე, მაგრამ „ოცნება“ ამ გზას არ დაადგა....

 

 

„ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით ჩვენ ფარულ ჩანაწერებს კი არ ვაქვეყნებთ, ვაქვეყნებთ იმას, რაც ჩვენს ხელთ არის და რაც ასევე შეიძლება იყოს საჯარო. წერილში ცალსახად არის საუბარი იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ მიუხედავად იმისა, რომ ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავდა, საკუთარ ღირებულებებს ნელ-ნელა შორდებოდა, რაც მიუღებელი იყო „რესპუბლიკური პარტიისთვის“. დადასტურდა კიდეც ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სრულიად უღალატა იმ დაპირებებს, რომლითაც ის 2012 წელს მოვიდა და ჩვენთვის უკვე მათთან თანამშრომლობვა აბსოლუტურად მიუღებელი იყო“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი