„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მიერ მოქმედი და ყოფილი პრემიერებისადმი მიწერილი წერილის გამოქვეყნებას ეხმაურება.
„ფაქტი არის ერთი, ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც გააცნობიერა მისი პოლიტიკური პროექტი, მთავრდება კრახით და „ქართული ოცნება“ არჩევნებს ვერ მოიგებს, აკეთებს ერთმანეთზე უფრო გაუგებარ განცხადებებს. კარგია, რომ მისი ყოფილი კოალიციის პარტნიორები მიხვდნენ, რომ საქმე გვაქვს ძალიან მძიმე მოვლენასთან ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის სახით და ეს არაფორმალური მმართველობა 8 ოქტომბერს უნდა დავასრულოთ, რათა ქვეყანამ გააგრძელოს დემოკრატიული განვითარების გზით სიარული. მე ვფიქრობ, შესაბამისად ის, რომ ამ საკითხზე პოლიტიკური კონსესუსი დგება და ყველა პოლიტიკური მოთამაშე, გარდა „ქართული ოცნებისა“, თანმხდება იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა უნდა დასრულდეს, არის მისასალმებელი ფაქტი“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.