ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნების პროცესი მიმდინარეობს. რექტორი უნდა აირჩიოს აკადემიურმა საბჭომ, რომელიც დაკომპლექტებულია 36 წევრისგან. რექტორის არჩევას 19 წევრის თანხმობა სჭირდება.
კენჭისყრა 14:00 საათზე დაიწყო და 16:00 საათამდე გაგრძელდება. როგორც ცნობილია, კენჭისყრის დასრულებიდან დაახლოებით, ნახევარ საათში მოხდება შედეგების გამოცხადება.
იმ შემთხვევაში თუ რომელიმე კანდიდატი 19 ხმას ვერ მიიღებს, მაშინ დაინიშნება მეორე ტური, რომელშიც საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას.
კენჭისყრის დაწყებამდე აკადემიურმა საბჭომ უნივერსიტეტის რექტორობის სამივე კანდიდატს, გიორგი ბარამიძეს, გიორგი შარვაშიძესა და ცირა ბარამიძეს მოუსმინა.
თსუ-ის რექტორის მოვალეობას ამ დრომდე დარეჯან თვალთვაძე ასრულებს, რომელიც მოვალეობის შემსრულებლად 2016 წლის 20 აპრილს მას შემდეგ აირჩიეს, რაც უნივერსიტეტის რექტორმა, ვლადიმირ პაპავამ დაკავებული თანამდებობა დატოვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.