ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატი, რომელიც ცოტა ხნის წინათ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა, ფიქრობს, რომ სახელმწიფო მოხელის თანამდებობაზე ყოფნა არ ნიშნავს, რომ არჩევითი თანამდებობის დაკავების უფლება არ აქვს.
„არ მგონია, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეობა ნიშნავდეს იმას, რომ არ მქონდეს უფლება დავიკავო არჩევითი თანამდებობა. მიმაჩნია, რომ ეს არის გამოცდილება და კავშირები, რომელიც მომაქვს უნივერისტეტში. მე არა მხოლოდ მინისტრის მოადგილედ მიმუშავია, არამედ ჩემი ცხოვრების დიდი მონაკვეთი ვმუშაობდი არასამთავრობო სექტორსა და საერთაშორისო განათლებაში“, - განაცხადა გია შარვაშიძემ.
გიორგი შარვაშიძის გარდა, თსუ-ის რექტორის არჩევნებში გიორგი ბარამიძე და ცირა ბარამიძე მონაწილეობენ. უნივერსიტეტში კენჭისყრის პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.