არა მგონია, ეს იყოს კარგი პოლიტიკური კულტურის მანიშნებელი და კარგი ეთიკური სტანდარტი, როცა პირად მეილებს აფრიალებ პირდაპირ ეთერში, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა, ეკა ბესელიამ პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილთან დაკავშირებით.
„ვისაც მიაჩნია, აფრიალოს და შემდეგ შეამოწმოს ეს ფრიალი მოსწონს თუ არა ამომრჩეველს. საბოლოოდ მაინც არჩევნები გადაწყვეტს ვინ უფრო გონიერია, ვინ უფრო მეტად ევროპულია, ვინ უფრო მეტად იცავს ფასეულობებს და ამ ყველაფერს ჩვენ უკვე 9 ოქტომბერს გავაანალიზებთ“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.
მისივე თქმით, კონკრეტულად რას ითხოვდა დავით უსუფაშვილი ამ წერილში, მისთვის უცნობია.
„როგორც წესი, რას ითხოვდნენ, რა უნდოდათ, თანამდებობა იგულისხმებოდა თუ სხვა რამ, ამაზე ისინი არ საუბრობდნენ ჩვენთან ერთად. როგორც ჩანს, ეს იყო პრივატული საუბრები, შეიძლება, ეს იყო მიწერ-მოწერის ფორმით, შეიძლება ეს იყო პირადი შეხვედრების დროს, მაგრამ რა იყო, კონკრეტული დეტალები ფართო განსჯის და განხილვის საგანი არ გამხდარა არასდროს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.