თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლებში გზებზე ინერტული მასალის შეტანა-გაშლის პროცესი მიმდინარეობს
23-09-2016, 07:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ გზებზე ინერტული მასალის (მთის ქანის) შეტანა-გაშლის პროცესი მიმდინარეობს. ამის შესახებ Guardian.ge–ს თერჯოლის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

 


"თერჯოლის მუნიციპალიტეტში სულ 7005 მ3, ხოლო ნახშირღელის ადმინისტრაციულ ერთეულში 700 მ3 ინერტული მასალა გაიშლება. აღნიშნულ სამუშაოებს შპს „დალა 73“ ახორციელებს.

 


ასევე თერჯოლის მუნიციპალიტეტში შიდა სასოფლო გზების სარეაბილიტაცო სამუშაოების შესრულების მიზნით შეტანილი და გაშლილი იქნა 6972 მ2 ინერტული მასალა (კირქვა-ღორღი), რომლის მოპოვებაც მოხდა „თერჯოლის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან განთავისუფლების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 ივნისის №1163 განკარგულების ფარგლებში. სამუშაოები შეასრულა „თერჯოლის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურმა“ მის სარგებლობაში არსებული ტექნიკის გამოყენებით", – აცხადებენ თერჯოლის გამგეობაში.

 


თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა თეიმურაზ ჯაფარიძემ და მოადგილე ნუკრი სარდანაძემ სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი დღეს სოფ. ნახშირღელეში მოინახულეს.

 

 

კომენტარები: 1
#1   ვალერი
      
გზაზე გაყრილი ინერტული მასალა, ეგრეთწოდებული ქვაღორღი, დღეს აღარავის არუკვირს, მოვა წვიმა და წყალი წაიღებს, ისეთი რამუნდა გაკეთდეს, რომელიც არიქნება, წყალშიგადაყრილი, ჯობდა ბეტონის გზა დაგებულიყო, მომავალში გაგრძელების პერსპექტივით.
24 სექტემბერი 2016 05:21
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი