საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი სამი წლის გახდა
23-09-2016, 08:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრს დაარსებიდან სამი წელი შეუსრულდა. ცენტრის პირად შემადგენლობას იუბილე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიულოცა. საზეიმო ცერემონია წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრის "კრწანისის" საწვრთნელ ბაზა "ალგეთში" გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტომასალას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 


ღონისძიებაზე შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. ცენტრის პირადმა შემადგენლობამ და მოწვეულმა სტუმრებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და სამშვიდობო მისიებში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

 

 

გენერალური შტაბის უფროსმა ცერემონიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მომავალ კარიერაში წარმატებები უსურვა.

 


„მიხარია რომ ახალ ქართველ სამხედროებს შევხვდი. დარწმუნებული ვარ, რომ მიუხედავად რთული პროგრამისა ყველა მათგანი ბოლომდე მიაღწევს. ცენტრი უნარიანი სერჟანტებით და ოფიცრებითაა დაკომპლექტებული. მათ აქვთ ჯარისკაცთან მუშაობის გამოცდილება. სასიხარულოა, რომ ხუთას კაცში თოთხმეტი ქალბატონია და მათი შემართება დასაფასებელია. ეს ხალხი არის ძალა, რომელმაც უნდა შეავსოს პროფესიულ სამხედრო მოსამსახურეთა რიგები“ - აღნიშნა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

 


ცერემონიის ბოლოს, ცენტრის შვიდ სამხედრო მოსამსახურეს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. ასევე, ცენტრის იუბილესთან დაკავშირებით, უფროსი სერჟანტ ზაზა ფერაძის ოჯახი სამახსოვრო საჩუქრებით დაასაჩუქრეს.

 


უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი 2013 წელს დაარსდა. საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობას ექვემდებარება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი