"რთველი 2016"-ის ფარგლებში, კახეთის რეგიონში 67,5 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა
23-09-2016, 08:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კახეთის რეგიონში რთველი გრძელდება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 23 სექტემბრის 14:00 საათის მონაცემების მიხედვით, რთველის 2016-ის ფარგლებში 67,5 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა.

 


ღვინის კომპანიებს ყურძენი 11 ათასმა მევენახემ ჩააბარა, რომელთა შემოსავლებმა 59 მლნ ლარი შეადგინა.

 

 

"რეგიონში ღვინის ქარხნები კვლავ სრული დატვირთვით მუშაობს - განვლილ დღე-ღამეში გადამუშავდა 5 901 ტონა. გადამუშავებული ყურძნის რაოდენობით მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: გურჯაანი - 24 ათასი ტონა, ყვარელი - 16,5 ათასი ტონა, თელავი - 15,5 ათასი ტონა, სიღნაღი - 6,4 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 1,6 ათასი ტონა, ლაგოდეხი - 1,7 ათასი ტონა, საგარეჯო - 910 ტონა და ახმეტა - 930 ტონა", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

რთველი 2016-ის საკოორდინაციო შტაბის წევრებს დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი შეხვდა. 

 

 

„კახეთის რეგიონში აქტიურად გრძელდება რთველის პროცესი. ღვინის კომპანიებს ყურძენი 11 ათასმა მევენახემ ჩააბარა. გადამუშავებული ყურძნის მოცულობის მიხედვით, მიმდინარე კვირა იყო პიკური, ღვინის ქარხნების მიერ ყურძნის გადამუშავების დღეღამურმა მაჩვენებელმა 6 ათას ტონას გადააჭარბა. ამის მიუხედავად, ღვინის საწარმოებში ყურძნის ჩაბარების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. ხელისუფლება ასრულებს დანაპირებს, რომ არც ერთ მევენახეს მოსავლის დაბინავების პრობლემა არ შეექმნება და რთველი 2016 წარმატებით და შედეგიანად დასრულდება“ - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი