ძლიერმა წვიმამ თბილისის გარკვეულ უბნებში საცხოვრებლები და სარდაფები დატბორა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო იტყობინება, რომ ძლიერი წვიმის გამო გამოძახებები სამგორის, დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონებში დაფიქსირდა.
მათივე ცნობით, წყლის ამოტუმბვის სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. წვიმამ საცობები შექმნა დედაქალაქის ქუჩებში. საცობები ძირითადად მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე, გმირთა მოედანზე, პეკინის გამზირზე, სააკაძის მოედანსა და ბარათაშვილის აღმართზეა.
"რუსთავი 2"-ის ცნობით, მთწმინდაზე, ჭონქაძის ქუჩაზე მცირე მეწყერის შესახებაც გავრცელდა ინფორმაცია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.