ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები უკრაინის სხვადასხვა ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
როგორც ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან Guardian.ge-ს აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა თვითმმართველობებში განხორციელებული რეფორმები და მუნიციპალიტეტში თვითმმართვეობის ეფექტურად განხორციელების გზები განიხილეს. ასევე განხორციელებულ კულტურულ-საგანმანათლებლო და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს.
უკრაინული დელეგაცია აჭარაში 6-დღიანი ოფიციალური ვიზიტით პროექტის, „საქართველოს გამოცდილება ადგილობრივი თემებისათვის“ ფარგლებში იმყოფება. 30-კაციანი დელეგაცია ადგილობრივი საბჭოს დეპუტატებით, ჟურნალისტებით, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ლიდერებითა და განათლების მუშაკებითაა დაკომპლექტებული.
ვიზიტის მიზანი ადგილობრივ თვითმმართველობებში განხორციელებულ რეფორმების შესწავლა და აღნიშნული კუთხით არსებული გამოცდილების გაზიარებაა. პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია „ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტის“ ორგანიზებით ხორციელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.