ნეთანიაჰუსა და ობამას შორის ხმაურიანი უთანხმოება უარესდება
25-02-2015, 23:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენჯამინ ნეთანიაჰუსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაქ ობამას შორის უთანხმოება და კინკლაობა გაღრამვდა. ამის მიზეზი კი ნეთანიაჰუს ის ბრალდებაა, რომლის მიხედვითაც ამერიკამ და სხვა ქვეყნებმა ხელი ჩაიქნიეს ირანის ბირთვული შეიარაღების მიღების შესაჩერებლად. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

 

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ნეთანიაჰუს ამ საკითხის მისებური განსჯა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. რესპუბლიკური პარტიის ლიდერებმა კი ისრაელის პერმიერ-მინისტრი ვაშინგტონში დაპატიჟეს იმისათვის, რომ მიმართოს ამერიკის კონგრესს, ეს კი დემოკრატების გაბრაზებას იწვევს.

 

 

ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ამერიკა და სხვა ქვეყნები „უშვებენ, რომ ირანი თანდათანობით, რამდენიმე წლის განმავლობაში, განავითარებს ტექნოლოგიებს იმ დონემდე, რომ შეეძლება ბირთვული შეიარაღების წარმოება შეძლოს“.

 

 

„მე პატივს ვცემ ამერიკის შეერთებულ შტატებს და მის პრეზიდენტს, მაგრამ ამგვარ გადამწყვეტ საკითხზე, რომელიც შესაძლოა განსაზღვრავს იმას, გადავრჩებით თუ ვერა, ყველა ღონე უნდა ვიხმარო იმისათვის, რომ ისრაელი მსგავსი საფრთხისაგან დავიცვა“, განაცხადა ნეთანიაჰუმ ისრაელში სიტყვით გამოსვლისას.

 

 

ამერიკის სახელმწიფო მდივანი კი ნეთანიაჰუს შეფასებას არაკორექტულს უწოდებს.

 


„პრეზიდენტმა მკაფიოდ განაცხადა რომ - და მე ამის უფრო მყარად მტკიცება არ შემიძლია - პოლიტიკა მდგომარეობს იმაში, რომ ირანი ბირთვულ შეიარაღებას ვერ შექმნის,“ განუცხადა ქერიმ სენატორებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი