„ჩვენ დემოკრატიული არჩევნების გზით გავივლით ამ პერიოდს“, - განაცხადა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან, დღეს გამოქვეყნებულ ჩანაწერებზე საუბრისას.
მისი თქმით, რაიმე პატარა შანსიც არ არსებობს იმის, რომ ქვეყანაში რევოლუციური სცენარი განვითარდეს.
„მე არ ვიცი, რამდენად ავთენტურია ეს ინფორმაცია. რთულია კომენტარის გაკეთება, როდესაც ინფორმაციის ავთენტურობა არ არის დადასტურებული. თუმცა პირველად არ ხდება, როცა ამ ტიპის შეთქმულებებზე მიდის საუბარი. ჩვენ მოგვისმენია გარკვეული საუბრები, რომლის ავთენტურობაც დადასტურდა, ამიტომ არც იმას გამოვრიცხავ, რომ ასეთი მოსაზრებები სადღაც მუსირებდეს, თუმცა ქვეყანაში არ არსებობს პატარა შანსიც რაიმე მსგავსი სცენარის განხორციელების. ვერანაირი რევოლუცია ქვეყანაში ვერ მოხდება. ჩვენ დემოკრატიული არჩევნების გზით გავივლით ამ პერიოდს“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
უკრაინული „ვიკილიქსი“ მორიგ ფარულ ჩანაწერს ავრცელებს. როგორც ჩანაწერიდან ირკვევა, მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი 2016 წლის ოქტომბერში მორიგი რევოლუციური სცენარისთვის ემზადებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.