თბილისის საქალაქო სასამართლო შეშფოთებას გამოთქვამს ტელეკომპანია „იბერიის“ გადაცემა ,,პრიორიტეტში” საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის მიერ გაკეთებული „ცილისმწამებლური განცხადებების“ გამო.
როგორც სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ტელეეთერით გამოთქმული ის რეპლიკები და მოსაზრებები, რომლებიც მოსამართლეთა კორპუსის კვალიფიკაციას და კეთილსინდისიერებას ეჭვქვეშ აყენებს, წარმოადგენს ყოველგვარი ეთიკური ნორმის დარღვევას, მით უფრო მიუღებელია მსგავსი განცხადებები ყოფილი მოსამართლისგან, ვისთვისაც ცნობილია ამ პროფესიის სირთულე და მასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა.
„კერძოდ, საუბარია იმ მოსაზრებებზე, რომ „სასამართლო სისტემაში მხოლოდ 4-5 კვალიფიციური მოსამართლეა, მოსამართლეთა უმრავლესობა იმსახურებს თანამდებობიდან წასვლას და მათ მხოლოდ ხაჭაპურის ან ფუნთუშის გამოცხობა შეუძლიათ“, ყოველგვარ კორექტულობას მოკლებულია და აშკარად შეურაცხყოფს საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა კორპუსს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა კორპუსში შედიან მომზადებული კადრები, რომლებსაც აქვთ სათანადო განათლება და კვალიფიკაცია, ასევე სამუშაო გამოცდილება და შესაბამისი ლეგიტიმაცია, განახორციელონ მართლმსაჯულება.
სასამართლო მოუწოდებს მამუკა ახვლედიანს, მიუხედავად სამოსამართლო უფლებამოსილების საკუთარი ნებით დათმობისა, არ დათმოს და შეინარჩუნოს მაღალი ეთიკური, მორალური და ზნეობრივი სტანდარტი ყოფილი კოლეგებისა და სისტემის მიმართ. მისგან განსხვავებით, საერთო სასამართლოების სისტემაში მოქმედ მოსამართლეებს აქვთ თმენის ვალდებულება, სასამართლო სისტემის სპეციფიკიდან გამომდინარე მუდმივად იღებენ შედეგით უკმაყოფილო მხარის უსაფუძვლო კრიტიკას, ამდენად, განსაკუთრებით მიუღებელია ზედაპირული და დაუსაბუთებელი განცხადებების მოსმენა ყოფილი კოლეგისაგან, რომელსაც არასდროს უტვირთავს განაჩენის დასაბუთების, როგორც სამართლებრივი, ისე მორალური პასუხისმგებლობა“,-ნათქვამია განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.