თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, თბილისის მეტროპოლიტენის ახმეტელი-ვარკეთილის ხაზზე გარკვეული დროით მატარებლების მოძრაობა შეჩერებული იყო.
კომპანიის განმარტებით, აღნიშნულის მიზეზი დღეს, 08:55 საათზე, მეტროსადგურში „ნაძალადევი“ ერთი მოძრავი შემადგენლობის დაზიანება გახდა.
კომპანიაში აცხადებენ, რომ „ნაძალადევიდან“ დაზიანებული მოძრავი საშუალების გადაყვანა გახდა საჭირო, რის შემდეგაც 09:30 საათზე ახმეტელი-ვარკეთილის ხაზზე მოძრაობა აღდგა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.