მინდა შეკითხვა დაგისვათ ბიზნესმენებს - რამდენად აქტიურები ხართ თქვენ დღეს? რამდენად ცდილობთ განუმარტოთ საზოგადოებას ის გარდაქმნები, რაც ქვეყანაში მოხდა, - მიმართა ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ორგანიზაცია „მოქალაქის” მიერ ორგანიზებულ ფორუმზე ბიზნესმენებს.
"მე მაქვს ეს შეკითხვა. შეკითხვა არასდროს დამისვამს. 2012 წელს, როდესაც არჩევნები ჩატარდა, 2011 წელს, როდესაც პოლიტიკაში მოვედი არასდროს არ მომიკითხავს ბიზნესი განსაკუთრებით და არასდროს დამისვამს მსგავსი შეკითხვა - რას აკეთებს ბიზნესი? რამეთუ გარკვეულ მიზეზებს მე გაგებით ვეკიდებოდი. დღეს მინდა დავსვა ეს კითხვა - ჩაიხედეთ თითოეულმა თქვენს თავში, ვინც აქ ხართ და ვინც არ ხართ. რამდენად აქტიურები ხართ თქვენ დღეს, რამდენად ცდილობთ განუმარტოთ თუგინდ თანამშრომლებს, თუგინდ ფართო საზოგადოებას ის გარდაქმნები, რაც მოხდა ქვეყანაში, ან თქვენ თვლით, რომ სხვანაირად არაფერი მომხდარა და არაფერი განსამარტი არ არის. ასრულებთ დღეს თქვენ ამ როლს? მე ამას შეკითხვის სახით ვსვამ. ღმერთმა დამიფაროს, რომ რაიმე პრეტენზია გამაჩნდეს ნებისმიერი თქვენგანისადმი. მე რა უფლება მაქვს, მაგრამ როგორც მოქალაქეს მაქვს კითხვის დასმის უფლება და გისვამთ - საკმარისად აქტიურობთ? საკმარისია თქვენი როლი და წვლილი?” - მიმართა ბიძინა ივანიშვილმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.