“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის „მოქალაქის“ მიერ ორგანიზებულ ორ ფორუმს ესწრებოდა, თუმცა ვინაიდან ქვეყნის და ეკონომიკის განვითარებისთვის საჭირო წინადადებები ვერ მოისმინა, შემდგომ ფორუმებზე აღარ მისულა.
”ექსპერტის სტატუსით ორ ფორუმს დავესწარი. თავად ივანიშვილი 15 წუთით ჩერდებოდა და შემდეგ მიდიოდა. ამ ფორუმებზე არც ერთი სერიოზული წინადადება არ ყოფილა, რომელიც ქვეყანას წაადგებოდა, ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობდა ხელს. ესაა ფორუმი, სადაც მოდიან ბიზნესმენები, ექსპერტები არაფორმალურ მმართველს ანგარიშს აბარებენ. ეს ფორმატი ფუჭი ლაყბობაა. ამბობენ, რომ მე-7 ფორუმია, სინამდვილეში კი მ-ე5 ფორუმია, საიდანაც ორს ვესწრებოდი კიდეც“, - რომან გოცორიძის აღნიშნულ განცხადებას "ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახური ავრცელებს.
ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო ”ქორთიარდ მარიოტში“, ორგანიზაცია ”მოქალაქის” ინიციატივით გამართულ ფორუმზე”ეკონომიკური განვითარება - მიღწევები და პერსპექტივების” დაწყებამდე განაცხადა, რომ ”რომან გოცირიძემ ეს ხერხი იხმარა და ფორუმს ფორუმი დაუპირისპირა”.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ბევრი პოლიტიკურ პარტიასთან ასოცირებული ექსპერტი ცდილობს, რომ ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა აკრიტიკოს და ამ ფორუმზე დასწრებას თავს არიდებს.
”პერსონალურად დაპატიჟეს დღესაც გოცირიძე და მისთანანი, ვინც ექსპერტობას იბრალებენ და რეალურად წევრად წარმოგვიდგა დღეს „ნაციონალური მოძრაობის“. ამაში ცუდი არაფერია”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
”ეს იმას ჰგავს, რაზეც ახლა შრომობს პრემიერი. კვირიკაშვილის ინიციატივა იყო, არ ვიცი რამდენმა მოაწერა ხელი, რომ ერთი პარტიის ღონისძიებაზე მეორე პარტიის წარმომადგენლები არ მივიდნენ და დებოში არ ატეხონ. ახლა გოცირიძემ ეს ხერხი იხმარა და ფორუმს ფორუმი დაუპირისპირა. ის ერთი-ორჯერ შემოძვრა აქ, რომ ნახა მე ვიყავი, იმ წუთას გაიპარა. ვერავითარი გამოსვლა ვერ მოახერხა. გარეთ გააკეთა კომენტარი, შიგნით - არა. ბიზნესთან ამას ვერ ბედავს პროფესიონალებთან და ცდილობს რომ ხალხი, რომელსაც ეკონომიკური განათლება არ აქვს სიბნელეში ამყოფოს. მისი ყველა გამოსვლა სიცრუეზეა დაფუძნებული. დღევანდელი ტრიუკი თუ ასეა, რომ თითონ დაიწყო ფორუმის დაფუძნება არჩევნებამდე 2 კვირით ადრე მხოლოდ სასაცილოა და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ეს უპასუხისმგებლო ხალხის ცდილობს ადამიანებს, რომლებსაც დღეს მართლა უჭირთ საქართველოში და ქვეყანაში ბევრი გაჭირვებულია, თუმცა ამაში არ არის ხელისუფლების დანაშაული, ეს ჩვენი ხვედრია ბოლო წლების, ათწლეულების. ამ ხალხს დაანახონ, ეს ყველაფერი მთავრობას დააბრალონ და ამით პოლიტიკური ქულები ჩაიწერონ. ამას ვერ ახერხებენ და აქ ვერ მოდიან, რადგან არ აქვთ სათქმელი”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ფორუმის დაწყებამდე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.