დედოფლისწყაროში მრავალპროფილიანი კლინიკა გაიხსნა
24-09-2016, 04:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედოფლისწყაროში 25 საწოლზე გათვლილი, უახლესი სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი მრავალპროფილიანი კლინიკა გაიხსნა. ახლადაშენებული საავადმყოფო დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჯანდაცვის მინისტრთან, დავით სერგეენკოსთან ერთად დაათვალიერა.

 


დავით სერგეენკოს განმარტებით, ახალი სამედიცინო დაწესებულება სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. კლინიკაში იფუნქციონირებს ლაბორატორია, სადაც ყველა ტიპის ანალიზის გაკეთება იქნება შესაძლებელი. მისივე თქმით, დედოფლისწყაროს კლინიკაში ძირითადად დასაქმდნენ ექიმები, რომლებსაც ამ დრომდე ძველ, ამორტიზებულ შენობაში უწევდათ მუშაობა, ასევე მიმდინარეობს ახალი კადრების შერჩევა. სამედიცინო პერსონალს ჩაუტარდა ტრენინგები.

 


პრემიერ მინისტრმა კლინიკის თანამშრომლებს ახალ, თანამედროვე ტიპის სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გაგრძელება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ კლინიკა მაღალხარისხიან სამედიცინო მომსახურებას გაუწევს დედოფლისწყაროსა და ირგვლივ მდებარე სოფლების მაცხოვრებლებს.

 


მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სამედიცინო დაწესებულება ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და ამ პროგრამით მოსარგებლეები უზრუნველყოფილნი იქნებიან, როგორც გეგმიური და გადაუდებელი ამბულატორიული, ისე სხვადასხვა პროფილის სტაციონარული მომსახურებით. კლინიკა სახელმწიფო ხარჯებით აშენდა, სულ მშენებლობაზე 3 525 000 ლარი დაიხარჯა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი