საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი როგორი გაჭირვებულიც იყო, ისეთივე დარჩა ამ 4 წლის განმავლობაში, - განაცხადა ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ორგანიზაცია „მოქალაქის” ინიციატივით ჩატარებულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
”საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი როგორი გაჭირვებულიც იყო ისეთივე დარჩა ამ 4 წლის განმავლობაში. მათ ძალიან უჭირთ შეაფასონ მთავრობის და გარდაქმნების როლი, ძალიან უჭირს კაცს, რომელსაც არ ჰქონდა სამსახური და არ აქვს დღესაც, ასეთი კი ბევრია. როგორც არ ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს სამსახური ისევე არ გააჩნია დღესაც, შემოსავალიც მნიშვნელოვნად არ გაზრდია, ან საერთოდ არ გაზრდია ძალიან ბევრს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, 2012 წლის არჩევნების პერიოდში ”ნაციონალურმა მოძრაობამ” სოციალურად დაუცველი პირების რაოდენობა ნახევარ მილიონამდე გაზარდა, შემდეგ ახალმა ხელისუფლებამ გარკვეულ ინდექსებს გადახედა და ეს რაოდენობა შეამცირა. ივანიშვილის თქმით, საზოგადოების დიდი ნაწილი ისევ გაჭირვებულია და ძალიან რთულია მათ აუხსნა ის პრინციპული გარდაქმნები რაც მოხდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.