„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ბოლო რესურსების მობილიზებას ცდილობს, რადგან კარგად ესმის, რომ არჩევნები წაგებული აქვს.
კაპანაძემ ივანიშვილის ბიზნესწრეების წარმოდმაგენლებთან შეხვედრა შეაფასა და აღნიშნა, რომ "ივანიშვილი არაფორმალური მმართველია და ცდილობს ბიზნესიც ამ პროცესებში ჩაითრის".
„ჩემზე ამ შეხვედრამ აგონიური შთაბეჭდილება დატოვა, ივანიშვილს, როგორც ჩანს, კარგად ესმის, რომ არჩევნებს აგებს და ცდილობს ბოლო რესურსების მობილიზება მოახდინოს, მათ შორის, ბიზნესმენებთან ასეთი ტონით ისაუბროს და მათ პოლიტიკური შეფასებების კეთებისკენ მოუწოდოს. აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ივანიშვილი არაფორმალური მმართველია, რომელიც ცდილოს ახლა ბიზნესიც ამ პროცესებში ჩართოს“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ორგანიზაცია „მოქალაქის“ ინიციატივით დღეს ფორუმი ”ეკონომიკური განვითარება - მიღწევები და პერსპექტივები” გაიმართა, რომელზეც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბიზნესმენებს მიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.