"თავისუფალი დემოკრატების" წევრი დავით ონოფრიშვილი ”მოქალაქის” მიერ ორგანიზებულ ეკონომიკურ ფორუმზე ბიძინა ივანიშვილის მიერ ბიზნესმებისადმი მოწოდებას აფასებს.
”ბიზნესმენების მიმართ მოწოდება, რომ დაეფიქსირებინათ თავიანთი პოზიცია, მგონია, რომ ნამდვილად არ იყო საჭირო, რადგან ესენი ზრდასრული ადამიანები არიან, თავადაც შეუძლიათ შეაფასონ ეს საკითხი და მიიღონ გადაწყვეტილება თუ ვის უჭერენენ მხარს ამ არჩევნებში და შესაბამისად, მათი აზრის დაფიქსირება საჯაროდ, ან სხვანაირად - ამის აუცილებლობა არ არის....
პირადად მე დავაფიქსირე რა პრობლემები იყო, იგივე ფასიანი ქაღალდების ბაზარი არ განვითარდა, საპენსიო რეფორმა არ დაიწყო, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა არის ძალიან სუსტი. პროგრამა ”აწარმოე საქართველოში”, სტარტ-აპები დაიწყო, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის საკმარისი, მითუმეტეს, მცირე ბიზნესმენებისთვის, მიკრო ბიზნესისთვის, რომ ქვეყნის რეალური განვითარება მოხდეს. რა თქმა უნდა, ეკონომიკური პოტენციალი არის, ჩვენს პროგრამაშიც წერია, სრულიად შესაძლებელია საშუალოდ 7-8%-იანი ზრდა. ბევრი რამეა გასაკეთებელი, მათ შორის პროფესიონალური მთავრობის არსებობა, რეალურად პრობლემის დანახვა და მათი გადაჭრა”, - აღნიშნა დავით ონოფრიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.