განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა "აუდიტორია 115'-ის მიერ აქციების დაანონსებას ეხმაურება და აცხადებს, რომ "ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 15 სტუდენტის არ არის".
„ამ საპროტესტო ჯგუფში დაახლოებით 15 ადამიანი იყო. კარგი იქნება ამას ხაზი გავუსვათ და არის რამდენიმე ათასი სტუდენტი, რომლებიც მხარს უჭერენ მიმდინარე პროცესებს და განვითარებას. ამიტომ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 15 სტუდენტის არ არის თსუ, ის არის 22 000 სტუდენტის, რომელიც აქ სწავლობს. რაც შეეხება იმ სტუდენტებს, ვისაც ადარდებს უნივერსიტეტის განვითარება, მათთან ჩვენ ვმუშაობთ. ვისაც არ უნდა მუშაობა განვითარების მიზნით, მათ ვერ დავუშლით და შეუძლიათ, რომ აპროტესტონ”, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.