"მოვუწოდებ ბიძინა ივანიშვილს, დანებდეს ხალხის ნებას", - აღნიშნული განცხადება "ლეიბორისტული პარტიის' ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა რუსთავში მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა. ნათელაშვილმა რუსთავის 30-ე საარჩევნო ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად გიორგი გზირიშვილი წარადგინა.
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი ბიძინა ივანიშვილის ბიზნესმენებთან შეხვედრასაც გამოეხმაურა.
„დღეს გამოდიოდა რა ბიზნესმენთა შეკრებაზე, ბიძინა ივანიშვილმა ჩვენს ხალხს კიდევ ერთხელ მიაყენა შეურაცხყოფა და მათ აზროვნების ნაკლოვანება დააბრალა. ჩვენ რუსთავიდან ვპირდებით ივანიშვილს, რომ 8 ოქტომბერს ვაჩვენებთ, ვინ არის ნაკლოვანი აზროვნების, 8 ოქტომბერს წაიკითხავს ის ჩვენი გმირი და ბრძენი ხალხის განაჩენს დაწერილს მის წინააღმდეგ. მე მას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, დანებდეს ხალხის ნებას, თავი დაანებოს იაფფასიან პროვოკაციებს, გამომძალველი რამიშვილისა და სხვა ასეთი კატეგორიის დაქირავებას ჩვენს წინააღმდეგ ბინძური პიარისა და ბინძური ცილისწამებებისათვის.... "ლეიბორისტული პარტია" 8 ოქტომბერს გაიმარჯვებს და ეს იქნება ხალხის განაჩენი ხელისუფლების მიმართ," - განაცხადა ნათელაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.