თბილისის მერი დავით ნარმანია მთაწმინდის რაიონის გამგებელ გელა არჩვაძესთან და კომპანია GWP-ის წარმომადგენლებთან ერთად, კიკეთში, დიდების ქუჩის მოსახლეობას შეხვდა.
დედაქალაქის მერიის ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს დასახლების სრულ წყალმომარაგებაზე. ამ დროისთვის ქუჩის მცხოვრებთა მხოლოდ ნაწილს მიეწოდება წყალი. ოჯახებს, რომლებსაც წყალი მიეწოდება, დაზიანებული წყლის მილები შეეცვალა, ასეთი 80 ოჯახია. წლის ბოლომდე წყალი სრულად დარჩენილ 25 ოჯახსაც მიეწოდება.
დავით ნარმანიას თქმით, შეხვედრაზე მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი სხვა საკითხებიც განიხილეს.
„აქ გაკეთდა წყლის სისტემა GWP-სთან ერთად, ასევე, გაკეთდა და მოწესრიგდა გზა. მოსახლეობასთან ვისაუბრეთ მათთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებზე, როგორიცაა მუნიციპალური ტრანსპორტის ინტერვალის შემცირება, სიჩქარის შემზღუდავი ნიშნების დაყენება და სხვა. იმ საკითხებს, რომლებიც ჩვენს კომპეტენციაშია, ეტაპობრივად, აუცილებლად მოვუგვარებთ მათ"- განაცხადა დავით ნარმანიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.