თბილისში დღეს „კრწანისობა“ აღინიშნა. კრწანისის გამგეობის ცნობით, 300 არაგველის სკვერში სასულიერო პირებმა არაგველთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღავლინეს და ტრადიციულად პური და ღვინო აკურთხეს.
პარაკლისის შემდეგ, არაგველების მემორიალთან, „კრწანისობისადმი“ მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. ღონისძიებას თბილისის მერი, მთავრობის წევრები, სამღვდელოება და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„კრწანისობა“ თბილისში წელს მეექვსედ ჩატარდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გადაწყვეტილებთ, 2008 წელს არაგველები წმინდანებად შეირაცხნენ, ხოლო 2010 წლის 24 სექტემბერს სრულიად საგვარეულო კავშირმა "კრწანისობის" დღე დააწესა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.