ქობულეთში უამინდობამ პრობლემები შექმნა. როგორც Guardian.ge-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, ძლიერი წვიმის შედეგად მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მეწყრული პროცესები განვითარდა.
მათივე ინფორმაციით, მეწყრულ პროცესებთან ერთად დაზიანდა შიდასასოფლო გზები, თუმცა, უმნიშვნელოდ. ამ დროისთვის მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
ქობულეთის გამგებელმა, სულხან ევგენიძემ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად, ალამბარსა და სოფელ ქობულეთში დაზიანებული გზები და საცხოვრებელი სახლები დაათვალიერა.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები დილიდან მიმდინარეობს. პარალელურად, სტიქიის შემსწავლელი კომისია მუნიციპალიტეტისთვის მიყენებულ ზარალს ითვლის, რომლის შედეგებიც რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.