"საქართველოს ბანკი" უკვე ასახელებს იმ შეღავათებს, რასაც ის მომხმარებელს შესთავაზებს. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "საქართველოს ბანკის" გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა განაცხადა, ფიზიკურ პირებს, ვისაც შემოსავალი ეროვნულ ვალუტაში, ხოლო სესხი აშშ დოლარში აქვს აღებული, შეეძლებათ ბანკის ახალი პირობებით ისარგებლონ.
გილაური ამბობს, რომ პირებს, რომლებსაც, ზემოჩამოთვლილი პირობების გარდა, აქვთ კარგი საკრედიტო ისტორია, შეეძლებათ მიმართონ ბანკს, რომელიც ავტომატურად გაუგრძელებს სესხის ვადას. ეს, გილაურის თქმით, მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს, ლარში ყოველთვიურად გადაიხადონ იგივე თანხა, რასაც დევალვაციამდე იხდიდა, თანაც შენარჩუნებული იქნება არსებული საპროცენტო განაკვეთი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.