მოძრაობა ,,სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი პაატა ბურჭულაძე ფოთელ ამომრჩეველს შეხვდა. ქალაქის თეატრში შეკრებილებს ბურჭულაძემ პარტიის სამოქმედო გეგმა გააცნო და ჯანდაცვისა და განათლების განვითარებაზე, ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკაზე ესაუბრა.
პაატა ბურჭულაძის თქმით, პარტიის პროგრამის მიხედვით პენსია 250 ლარი გახდება, ხოლო სოციალურად დაუცველებს სტატუსი ოთხი წლით გარანტირებულად შეუნარჩუნდებათ.
პარტიის ლიდერმა ადგილობრივებს დეპუტატობის კანდიდატი კიდევ ერთხელ წარუდგინა და აღნიშნა, რომ კოტე კემულარიას გამარჯვებაში დარწმუნებულია.
,,ხალხი ელოდება ცვლილებებს, მობეზრდათ ეს უქნარა მთავრობა. ვხედავ,რომ ადგილობრივები მონდომებულები არაიან, რათა მათი ცხოვრება შეიცვალოს უკეთესობისკენ. ჩემი ყველაზე დიდი დამსახურებაა ის, რომ ამ ადამიანებს იმედის ნაპერწკალი გავუჩინე და ამით ძალიან ვამაყობ. მე რასაც ვპირდები მოქალაქეებს აუცილებლად ყველაფერს შევასრულებ. ამით სამეგრელოში შეხვედრები დავასრულეთ. რვა ოქტომბერს ჩვენ გავიმარჯვებთ“, - განაცხადა ბურჭულაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.