აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ და საფრანგეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა მოითხოვეს. საბჭოს განხილვის მთავარი თემა სირიის ქალაქ ალეპოში მიმდინარე მოვლენები იქნება, სადაც „როიტერსის" ცნობით, უკანასკნელ დღეებში, სისხლისმღვრელი მოქმედებები განახლდა. მხოლოდ გუშინ ალეპოში 45 ადამიანი დაიღუპა.
გაეროს გენერალურმა, მდივანმა, ბან კი მუნმა ალეპოში ვითარების ესკალაციის გამო მწუხარება უკვე გამოთქვა და მსხვილი კალიბრის ბომბების გამოყენება დაგმო.
გუშინ სირიის სახელისუფლებო ძალებმა განაცხადეს, რომ ალეპოზე კონტროლის დაბრუნებას გეგმავენ, რომლის ნაწილს, ამ დროისთვის, მეამბოხეები აკონტროლებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.