თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიხსნა
25-09-2016, 04:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიხსნა. ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ასევე, თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი ესწრებოდნენ.

 


თბილისის მერიის ცნობით, თეატრალური ფესტივალი სპექტაკლით „შიგნიდან - Within” (ინდოეთი) გაიხსნა და 8 ოქტომბერს დასრულდება. ღონისძიების ფარგლებში, წარმოდგენები, სხვადასხვა თეატრში გაიმართება. მაყურებელი, ადგილობრივთან ერთად, სცენაზე ინდოეთის, პოლონეთის, უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, რუსეთის, სომხეთის, იაპონიის თეატრების დადგმებს იხილავს - წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო და ქართული სპექტაკლების პროგრამა.

 


თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი კავკასიისა და შავი ზღვის ქვეყნების მთავარი თეატრალური მოვლენაა. ფესტივალის მთავარი მიზანია თბილისის პოპულარიზაცია საერთაშორისო კულტურულ, ტურისტულ და ეკონომიკურ სივრცეში, საშემსრულებლო ხელოვნებისა და კულტურული ინოვაციების წარმოდგენა და საქართველოში საერთაშორისო კულტურული ცენტრის შექმნა ყველა თაობისა და ასაკის ადამიანისთვის.

 


თეატრალური ფესტივალის ინიციატორი დედაქალაქის მერიაა. ღონისძიება პროექტის ''check in Georigia" ფარგლებში იმართება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი