მიშას ჩამოსვლა გარდაუვალია, - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, სანდრა რულოვსმა ბათუმში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს.
"ამდენი ხალხი დიდი ხანია არ მინახავს. ყოჩაღ, აჭარლებო! ვნახოთ, ხვალ ზუგდიდელები თუ გაჯობებენ....
მიშას არაფრის ეშინია, გარდა იმისა, რომ საქართველოში რაიმე ცუდი არ მოხდეს. ნამდვილად ჩვენ ვართ ის მშვიდი ძალა, რომელსაც უნდა საქართველოს უკეთესი მომავალი. დღევანდელ მმართველობას მივყავართ უკან. გაიღვიძეთ ხალხნო. თქვენ კი გაღვიძებული ხართ, მაგრამ ვინც გვიყურებს, ბევრი არ არის დარწმუნებული ამაში. დიახ, ისინი იყვნენ დემოკრატიულად არჩეულები, მაგრამ ვერ გააკეთეს საქმე. ახლა ხალხის ნებაზეა, ვინ იქნება შემდეგი ოთხი წელი ქვეყნის მმართველი. ჩვენ ვართ პროფესიონალიზმით სავსე ძალა, რომელსაც შეუძლია დაპირებების შესრულება", - აღნიშნა სანდრა რულოვსმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.