მიხეილ სააკაშვილი: თუ ივანიშვილი საქართველოს დაუდგება წინ, ეს იგივეა, რომ გაქანებულ მატარებელს დაუდგეს წინ და მაშინ მატარებელი მაინც გაივლის და ივანიშვილი დარჩება რელსებზე
25-09-2016, 07:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თუ ივანიშვილი საქართველოს დაუდგება წინ, ეს იგივეა, რომ გაქანებულ მატარებელს დაუდგეს წინ და მაშინ მატარებელი მაინც გაივლის, ივანიშვილი კი დარჩება რელსებზე, - ასე მიმართა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში ბულვარის კოლონადებთან შეკრებილ მხარდამჭერებს სატელეფონო ზარით.

 

 

„მინდა მოგესალმოთ ყველას და ძალიან მიხარია, რომ ამდენი ვართ. დაინახოს მტერმაც, რომ ძალიან ბევრნი ვართ და ვერაფერი დაგვიდგება წინ. ჩემო მეგობრებო, როგორც ვიცი, დილიდან წვიმდა ბათუმში, შემდეგ ეს ღრუბლები გადაიშალა, ამინდი გამოვიდა და წვიმა შეწყდა. ასევე, ბოლო ოთხი წლის უბედურება დაპაუზდება, ყველაფერი უკან დარჩება, როგორც ბნელ კოშმარად, რომლის გახსენებაც აღარ მოგვინდება, იმიტომ, რომ ბათუმში, აჭარაში და საქართველოში ყოველთვის უნდა ვიაროთ წინ, უკანსვლის გარეშე.

 

 

 

ჩემო მეგობრებო, ივანიშვილი ბოლო ხრიკებს მიმართავს. თქვენ ნახეთ, როგორ რთულ მდგომარეობაშია, ამ დიდი კულტურის კუთხეში ათასგვარ სისულელეს იძახის, ცდილობს ხალხის დაშინებას. მინდა გითხრათ, ვერავის შეაშინებს, ვერ გააყალბებს, ვერავის ამჯერად ვერ გააბრიყვებს, ვერავის წინ ვერ დაუდგება, საქართველოს წინ ვერ დაუდგება, იმიტომ, რომ თუ ივანიშვილი საქართველოს დაუდგება წინ, ეს იგივეა, რომ გაქანებულ მატარებელს დაუდგეს წინ და მაშინ მატარებელი მაინც გაივლის და ივანიშვილი დარჩება რელსებზე“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი