წარმოუდგენელია, ჩვენც და „ქართულმა ოცნებამაც“ დასკვნითი კამპანიური შეხვედრა ერთი და იგივე ქალაქში, ერთი და იგივე ადგილზე ჩავატაროთ, ეს იქნება ძალიან დიდი პროვოკაციის წყარო, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ თბილისში დასკვნითი საარჩევნო კამპანიის თარიღზე საუბრისას.
„მოვუწოდებ ბატონ ივანიშვილს და კალაძეს, სასწრაფოდ დაასახელონ თარიღი, რათა ყველა გაუგებრობისგან დავიზღვიოთ თავი როგორც ჩვენ, ასევე მათ. უკვე მეორე დღეა ველოდებით „ქართული ოცნებისგან“ ელემენტარულს, რომ დაასახელონ თარიღი. ჩვენ ვატარებთ 2 ოქტომბერს, მაგრამ ნაცვლად 5 ოქტომბრისა, „ოცნებამ“ ჩვენს თარიღს დაამთხვია.
ამიტომ, საჯაროდ უნდა განაცხადოს „ქართულმა ოცნებამ“ 2 ოქტომბერს ატარებენ თუ არ ატარებენ. ჩვენი ინფორმაციით, ნაცვლად 5 ოქტომბრისა, ატარებენ 2 ოქტომბერს, იმიტომ, რომ 5 ოქტომბერი არის სამუშაო დღე და ისინი ვერ ახერხებენ საჯარო მოხელეების მობილიზებას თბილისის ცენტრში. ამიტომ, მნიშვნელოვანია, „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადოს, ატარებენ 2-ში თუ 5-ში, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ხელს შეუწყობენ პროვოკაციებს“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.