საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა საკმაოდ რთულია, თუმცა საქართველომ უნდა გამონახოს გზები თავისი ინტერესების დასაცავად.
მინისტრის განმარტებით, პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს, ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გრიგორი კარასინს შორის მოლაპარაკებები იმიტომ იყო შეჩერებული, რომ რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთთან ე.წ. მოკავშირეობის ხელშეკრულება გააფორმა. “პაუზა იყო სწორედ იმის გამო, რომ რუსეთმა გადადგა ეს ნაბიჯი, მაგრამ სიტუაცია არ შეიცვალა და არც შეიცვლება.
"სიტუაცია იქნება რთული, შეიძლება კიდევ უფრო რთული, მაგრამ ჩვენ უნდა გამოვნახოთ გზები, ვიმუშაოთ ჩვენი ინტერესის დასაცავად, თუნდაც ამ რთულ გარემოში”, განაცხადა ბერუჩაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ზურაბ აბაშიძის და გრიგორი კარასინის დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა საქართველოსა და რუსეთს შორის 2011 წელს დადებული ხელშეკრულება იქნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.