ძალიან ხშირად არის წინათგრძნობა, როცა განსაცდელს ველოდებით. ადამიანის ცხოვრება ურთულესი პროცესია –ცხოვრობს იმისთვის, რომ მარადიული ცხოვრებისთვის მოემზადოს, - ბრძანა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორე დღეს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას.
„რთულია ადამიანის ცხოვრება. ყოველი ადამიანი რაღაცას ელოდება, კაცობრიობა რაღაცას ელოდება. ძალიან ხშირად არის წინათგრძნობა, როცა განსაცდელს ველოდებით. შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა ძალა ერსა თვისსა მისცეს, უფალმა აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით. ადამიანის ცხოვრება ეს არის ურთულესი პროცესი. ადამიანი ცხოვრობს იმისთვის, რომ მოემზადოს მარადიული ცხოვრებისთვის. არა არს კაცი, რომელიც ცხონდეს და არა სცოდოს. შევთხოვთ უფალს, რომ ცოდვები ჩვენი აღხოცოს და ძალა მოგვცეს ჩვენ“, - განაცხადა პატრიარქმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.