იორდანიელი მწერალი, ნაჰიდ ჰატარი Facebook-ზე სატირული კარიკატურის გაზიარების გამო მოკლეს
25-09-2016, 09:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

იორდანიელი მწერალი, მას შემდეგ რაც გავრცელებული ცნობით, Facebook-ის საკუთარ გვერდზე სატირული კარიკატურის გაზიარების გამო გასულ თვეს, ისლამის შეურაცხყოფისთვის გაასამართლეს, სასამართლოს შენობასთან მოკლეს. 

 

 

ნაჰიდ ჰატარს, რომელიც ქრისტიანად დაიბადა, მაგრამ თავს ათეისტად მიიჩნევდა, დედაქალაქ ამანში სასამართლოს შენობის გარეთ, სადაც ის პროცესზე უნდა წარმდგარიყო, სამი ტყვია ესროლეს, იუწყება BBC ახალი ამბების სახელმწიფო სააგენტო "პეტრაზე" დაყრდნობით.

 

 

"ალ ჯაზირას" ცნობით, 56 წლის ცნობილი იორდანიელი მწერალი და ჟურნალისტი ნაჰიდ ჰატარი სასამართლოს შენობაში შესასვლელად ემზადებოდა, როდესაც შეიარაღებულმა მამაკაცმა ახლო მანძილიდან, თითქმის ერთი მეტრიდან ესროლა.

 

 

პოლიციამ ეჭვმიტანილი თავდამსხმელი, რიად აბდულაჰი დააკავა. იორდანიული მედიის ცნობით, იგი ადგილობრივი იმამი იყო, რომელიც კარიკატურამ გააბრაზა. მაგრამ "იორდანიის თაიმსს" უსაფრთხოების წყაროებმა უთხრეს, რომ იგი ცნობილი იყო, როგორც ექსტრემისტი. 

 

 

მწერალი აგვისტოში, ღმერთის შეურაცხყოფისთვის 15 დღით დააკავეს.

 


კარიკატურა, რომელიც მან გააზიარა, აღწერს წვერიან კაცს, რომელიც საწოლში ორ ქალთან წევს, ეწევა და სთხოვს ღმერთს, მოუტანოს მას სასმელი.

 


ჰატარს სოციალურ მედიაში თავს დაესხნენ იმის გამო, რომ ანტი-ისლამური კარიკატურა გააზიარა.

 


მწერალმა თქვა, რომ მას არ უგულისხმია შეურაცხყოფის მიყენება და უნდოდა ეჩვენებინა რადიკალი ისლამისტების შეხედულება სამოთხეზე, მაგრამ ხელისუფლებამ კარიკატურის გაზიარება კანონის დარღვევად მიიჩნია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი