საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა.
მელიას მოწოდობაზე, რომ "ქართლმა ოცნებამ" დასკვნითი კამპანიური შეხვედრის თარიღი დროულად დაასახელოს, პრემიერი პასუხობს, რომ "ჩვენ ვართ მმართველი ძალა, ხელისუფლებაში ვართ და არ ვიცი, ვის უნდა მოვუწყოთ აქცია".
„ერთადერთი აქცია, რომელსაც ჩვენ ვაპირებთ, ეს იქნება გამარჯვების აქცია, 8 ოქტომბრის საღამოს, როდესაც ჩვენ გავიმარჯვებთ“, - განაცხადა პრემიერმა.
ნიკა მელიამ „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა, დაასახელოს თარიღი, როდის ატარებს თბილისში წინასაარჩევნო დასკვნით შეხვედრას.
„ჩვენ შეხვედრას ვატარებთ 2 ოქტომბერს, მაგრამ ნაცვლად 5 ოქტომბრისა, „ოცნებამ“ ჩვენს თარიღს დაამთხვია. ამიტომ, საჯაროდ უნდა განაცხადოს „ქართულ მაოცნებამ“ 2 ოქტომბერს ატარებენ თუ არ ატარებენ. ჩვენი ინფორმაციით, ნაცვლად 5 ოქტომბრისა, ატარებენ 2 ოქტომბერს, იმიტომ, რომ 5 ოქტომბერი არის სამუშაო დღე და ისინი ვერ ახერხებენ საჯარო მოხელეების მობილიზებას თბილისის ცენტრში. ამიტომ, მნიშვნელოვანია, „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადოს, ატარებენ 2-ში თუ 5-ში, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ხელს შეუწყობენ პროვოკაციებს“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.