ჩხოროწყუში 2014 წელს მომხდარ ფაქტს, კერძოდ თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას ბიძაშვილის მიერ "ქართული ოცნების" ადგილობრივი ხელმძღვანელობის მიმართ გამოხატულ მუქარას, რომლის ამსახველ ვიდეო კადრებსაც სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2" ასაჯაროვებს, თავდაცვის ყოფლი მინისტრი თინა ხიდაშელი აფასებს.
„ეს არის ჩეულებრივი ხულიგნობა, ყველაზე უფრო მარტივი კვალიფიკაციით რომ ვილაპარაკოთ. მაგრამ შემდეგ უკვე, მუქარის ხარისხიდან გამომდინარე და მუქარის ასრულების პოტენციიდან გამომდინარე, შეიძლება უფრო მძიმე დანაშაულზეც გავიდეთ, მაგრამ მინიმუმ ხულიგნობა, რა თქმა უნდა სახეზე იყო“, - აცხადებს ხიდაშეილი.
მისი თქმით, საკუთარი ბიძაშვილი პატიმრობიდან, შინაგან საქმეთა მინისტრის მაშინდელმა მოადგილემ, ლევან იზორიამ იხსნა, რისთვისაც საკუთარი თანამდებობა ბოროტად გამოიყენა.
„,მთლიანად ეს თემა იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციაში და შესაბამისად, მინისტრის მოადგილე ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ეს შედეგი არ დამდგარიყო და არც დადგა შედეგი, პასუხისმგებელი პირი არ გამოჩენილა. მერე ამბობდა ბატონი ლევანი, რომ ჩვენებებს არ გვაძლევენო და რა ვქნათო და გასაგები იყო ეხლა, რომ იმ ფონზე, როდესაც ყველამ ნახა, რომ ლევანი პირდაპირ ხელს აფარებდა, მფარველობდა, ყველაფერს აკეთებდა, რომ გადაერჩინა საკუთარი ნათესავები, ნუ, ესეთი მთლად თვითმკვლელობაზე წამსვლელი ადამიანები ცოტაა ამ ქვეყნაში, რომლებიც ისევ მივიდოდნენ, დაირაზმებოდნენ და ჩვენებებს მისცემდნენ. ჩვენება არ სჭირდება ამ საქმეს. ეს ის საქმეა, რომელიც ვიდეოფირზეა აღწერილი და სულ არც ერთმა ადამიანმა რომ არ მისცეს ჩვენება, უკვე საკმარისია ეს მტკიცებულება იმისთვის, რომ პასუხისმგებლობის საკითხი დააყენო“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
ვიდეომასალა, სამეგრელოში „ქართული ოცნების“ ჩხოროწყუს ოფისში 2014 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ არის გადაღებული. „რუსთავი 2“- ის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ შტაბის უფროსს თავის მოჭრით თავდაცვის მინისტრის ბიძაშვილი ემუქრება. დავით იზორია შტაბის წევრებს ფიზიკურად უსწორდება და „ქართული ოცნების“ ყველა ლიდერს დედას აგინებს. დანაშაულის ნიშნების მიუხედავად, დავით იზორია არ დასჯილა.
"რუსთავი 2"-ის ცნობით, მომხდარი ინციდენტის შესახებ ინფორმაცია კოაცლიციის ადგილობრივმა წარმომადგენლებმა ცენტრალურ ოფისს და პარტიის პოლიტსაბჭოს მიაწოდეს. აღნიშნულს პოლიტსაბჭოში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა და რეგიონში ვითარების გარკვევას კალაძის ნდობით აღჭურვილი პირი ცდილობდა, თუმცა ფაქტს რეაგირება არ მოჰყოლია. ბოლოს ჩხოროწყუში არსებული ვითარება, "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, თბილისში მაშინდელი პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობით განიხილეს. "ქართული ოცნების" უკვე ყოფილი წევრების თქმით, შეხვედრაზე ღარიბაშვილმა პირდაპირ თქვა, რომ რეგიონი ლევან იზორიას ჩააბარა. მმართველი პარტიის ყოფილი და მოქმედი წევრების განცხადებით, სწორედ ექსპრემიერის ამ განცხადების შემდეგ, რეგიონში იზორიების კლანის აღზევება დაიწყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.