"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან შესაძლო პროვოკაციაზე საუბრისას ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუკი პარლამენტში მხოლოდ ორი პარტია – "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" მოხვდა, შესაძლოა ამ უკანასკნელმა "არჩევნების ტოტალური გაყალბების მომიზეზებით" უმაღეს საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი განაცხადოს და პროცესებმა ქუჩაში გადაინაცვლოს, "საიდანაც გამოსავალი ხელახალი არჩევნების დანიშვნა იქნება". ამ საკითხზე ხუხაშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ისაუბრა.
"როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან შესაძლო პროვოკაციაზეა ლაპარაკი, მე პროცესების განვითარების ასეთ სცენარს ვხედავ: პრობლემები სწორედ მაშინ დაიწყება, თუ "ქართულმა ოცნებამ" მოახერხა, გაატარა ორპოლუსიანი პოლიტიკა და ამის შედეგად მხოლოდ ორი პარტია მოხვდა პარლამენტში. გამომდინარე იქიდან, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მიზანი გამარჯვება კი არ არის, არამედ ნებისმიერ ფასად ხელისუფლების შეცვლაა, მან შესაძლოა, პარლამენტში შესვლაზე უარი თქვას არჩევნების ტოტალური გაყალბების მომიზეზებით. ამ აზრს აუცილებლად გაიზიარებენ სხვა პარტიებიც, რომლებიც, ბუნებრივია, შედეგით იქნებიან უკმაყოფილო. თუ პროცესების ქუჩაში გადატანა მოახერხეს, მათ აუცილებლად შეუერთდებიან როგორც მომხრეები, ასევე ის ნიჰილისტურად განწყობილი ამომრჩეველი, რომელიც არჩევნებზე არ წავა და პარლამენტს თავის არჩეულად არ მიიჩნევს. ამ ყველაფრის მართვა "ნაციონალებს" რომ შეუძლიათ, ვიცით. ისინი ხელისუფლებას დატოვებენ პოლიტიკურ იზოლაციასა და ჩიხში, საიდანაც გამოსავალი ხელახალი არჩევნების დანიშვნა იქნება. ვიმეორებ, თუ "ნაციონალებისგან" რამე პროვოკაციას ველოდები, სწორედ ამგვარს", – განაცხადა გია ხუხაშვილმა და დაამატა:
"ნაციონალური მოძრაობა" ამაზე წამსვლელი რომ არის, ეჭვიც არ მეპარება. ხელისუფლება, რომელიც ამგვარ რისკებს არ ითვლის, ცდება. სამწუხაროდ, მე ისე ვხედავ, რომ ჩვენს ხელისუფლებაში ამას არ ითვლიან. ასე რომ არ იყოს, მაშინ პოლიტიკურ ელიტაში პარტნიორების ძებნას ეცდებოდნენ და მათ ლანძღვას არ დაიწყებდნენ. სააკაშვილის და "ნაციონალური მოძრაობის" მიზანია, ნებისმიერ ფასად მოახერხონ "ქართული ოცნების" ხელისუფლებისგან ჩამოშორება. ამას მოწმობს სააკაშვილის ბოლოდროინდელი განცხადებებიც, თუმცა მე სკეპტიკურად ვუყურებ მათ რესურსს, თუ ისევ ხელისუფლებამ არ დაუშვა შეცდომები. პროცესის განვითარების სახიფათო სცენარზე უკვე ვილაპარაკე, თუმცა იმედი მაქვს, ეს მხოლოდ ვარაუდად დარჩება".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.