„არჩევნების დღეს პოლიციელების რაოდენობა უფრო მეტი და თვალშისაცემი იქნება ქუჩაში, თუმცა არა საარჩევნო უბნებში ან უბნების ტერიტორიაზე“,-განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.
მისი თქმით, შსს-ს მთელი შემადგენლობა არანაირი დესტაბილიზაციის მცდელობას არ დაუშვებს.
„ჩვენ საქართველოსა და მისი თითოეული მოქალაქის პოლიცია ვართ, იმისთვის, რომ მოგვიანებით მავანთა მიერ არ მოხდეს არასწორი ინტერპრეტაცია, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ბოლო საკანონმდებლო ცვლილებიდან გამომდინარე, არჩევნების დღეს პოლიციელების რაოდენობა უფრო მეტი და თვალშისაცემი იქნება ქუჩაში, თუმცა არა საარჩევნო უბნებში ან უბნების ტერიტორიაზე. ამასთან, ჩვენ განვახორციელებთ უფრო აქტიურ პატრულირებას. რეაგირება იქნება მკაცრი. პირადად მე და შსს-ს მთელი შემადგენლობა არ დავუშვებთ არანაირი დესტაბილიზაციის მცდელობას. ძალადობის ნებისმიერი გამოვლენის დაუყოვნებლივ აღკვეთა მოხდება. გამოვიყენებთ კანონით განსაზღვრულ ყველა ინსტრუმენტს, რათა თავიდან ავიცილოთ ყველანაირი ფიზიკური დაპირისპირება, რომელი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.