საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, იან კელის განცხადებით, საქართველოში საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს ძალიან წყნარად და ეს აშშ-ს აძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდება.
ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„მე უკვე აღვნიშნე, რომ საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს ძალიან წყნარად და ეს გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება და ასახავს ქართველი ხალხის ნებას. ჩვენ ყველას გვინდა ვნახოთ, რომ პარლამენტი ასახავს ქართველი ხალხის ნებას და იყოს ლეგიტიმური“, - განაცხადა ელჩმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.